საქართველოს რაგბის ნაკრების ახალმა სამწვრთნელო შტაბმა, რაგბი ევროპას 2026 წლის პირველი შეხვედრისთვის, 23-კაციანი განაცხადი დაასახელა.
ახალ მწვრთნელ პიერ-ანრი ბრონკანთან კონსულტაციების შედეგად, ბორჯღალოსნების რიგებში 5 დებიუტანტი მოხვდა. შემადგენლობა ასეთია:
ხაზი: 15. ოთარ მეტრეველი (შავი ლომი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. დემურ თაფლაძე (შავი ლომი), 12. გიორგი კვესელაძე (გრენობლი), 11. ნიკოლოზ რეხვიაშვილი (ყოჩები), 10. ლუკა მატკავა (ოიონა), 9. ვასილ ლობჟანიძე (ოიონა);
შერკინება: 1. გიორგი ახალაძე (კლერმონი), 2. ვანო კარკაძე (ოიონა), 3. გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 5. გიორგი ჯავახია (ტულონი), 6. ბექა საღინაძე (ლიონი, კაპ.), 7. იოანე იაშაღაშვილი (მონ დე მარსანი), 8. თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი).
მარქაფა: 16. ნიკოლოზ სუთიძე (ლა როშელი), 17. ლუკა გოგინავა (მონ დე მარსანი), 18. ალექსანდრე ქუნთელია (ლა როშელი), 19. დავით ლაგვილავა (პერპინიანი), 20. თემურ წულუკიძე (ოიონა), 21. ანდრო დვალი (პერპინიანი); 22. გელა აფრასიძე (პერპინიანი), 23. თედო აბჟანდაძე (ორიაკი).
აღსანიშნავია, რომ 29 წლის ვასილ ლობჟანიძე, რომელსაც დებიუტი 2015 წელს ჰქონდა, მე-100 სანაკრებო შეხვედრას ჩაატარებს და ბორჯღალოსნების ისტორიაში მე-8 ცენტურიონი გახდება - სანდრო თოდუას (122); დავით კაჭარავას (122); მერაბ კვირიკაშვილის (115); მერაბ შარიქაძის (104); შალვა მამუკაშვილის (103); გიორგი ჩხაიძისა (100) და ლაშა მალაღურაძის (100) შემდეგ.
საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპას 8 თებერვალს, ქალაქ ივერდონში, შვეიცარიის ნაკრებთან მატჩით იწყებს.
აქამდე შვეიცარიელებთან 2-ჯერ გვითამაშია - 1994 წელს სტუმრად 22:21 მოვუგეთ, ხოლო გასულ წელს ავჭალაში, სარეკორდო სხვაობით გავანადგურეთ - 110:0.