VIDEO: მეზობლებთან არაამხანაგური სხვაობით - გოგონათა 17-წლამდელთა ნაკრებმა აზერბაიჯანი გაანადგურა
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
საქართველოს გოგონათა 17-წლამდელთა ნაკრებმა აზერბაიჯანის ამავე ასაკობრივ გუნდთან ამხანაგური მატჩი ჩაატარა და 6:0 გაიმარჯვა.
ჩვენების მხრიდან ანანო წიქარიძემ ჰეთ-თრიქი შეასრულა, მის გარდა, თეკლა ბერიძემ და ელენე ბოლქვაძემ შეაგდეს, კიდევ ერთი ბურთი კი, მარიამ ბერიძის აქტიურობის შედეგად, აზერბაიჯანელთა მცველმა აიან აბდიევამ საკუთარ კარში გაიტანა.
ჰეთ-თრიქთან ერთად, წიქარიძემ საგოლე პასიც გააკეთა, კიდევ ერთი ასისტი კი ნატო გუტიკაშვილის ანგარიშზეა.
საქართველოსა და აზერბაიჯანის 17-წლამდე გოგონათა ნაკრებების მეორე ამხანაგური შეხვედრა 9 თებერვალს გაიმართება - სფფ-ის დიდი დიღმის საფეხბურთო ცენტრში, 13:00 საათიდან.