• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
5 დებიუტანტი - ზიდანის პირველი შემადგენლობა საფრანგეთის ნაკრებში
ფეხბურთიფეხბურთი

5 დებიუტანტი - ზიდანის პირველი შემადგენლობა საფრანგეთის ნაკრებში

6 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა „ლურჯების“ თავკაცის რანგში პირველი შემადგენლობა დაასახელა.


მადრიდის რეალის ყოფილმა მწვრთნელმა, რომელმაც ზაფხულში დიდიე დეშამი შეცვალა, სამკვირიანი სანაკრებო პაუზისთვის 23 ფეხბურთელი გამოიძახა. ამ პერიოდში საფრანგეთის ნაკრები ოთხ შეხვედრას ჩაატარებს.


ზიდანი საფრანგეთის ნაკრებში მუშაობას უეფას ერთა ლიგის 2026/27 წლების გათამაშებით დაიწყებს. „ლურჯები“ A ჯგუფში თურქეთის, ბელგიისა და იტალიის ნაკრებებთან ერთად მოხვდნენ.


ერთი კვირის შემდეგ საფრანგეთი ქოჯაელიში ვინჩენცო მონტელას გაწვრთნილ თურქეთს დაუპირისპირდება. 28 სექტემბერს, „ლურჯები“ ბრიუსელში მარკ ვან ბომელის ბელგიას ესტუმრებიან, შემდეგ კი ორ საშინაო მატჩს გამართავენ - 2 ოქტომბერს იტალიის, ხოლო 5 ოქტომბერს ბელგიის წინააღმდეგ.


როგორც მოსალოდნელი იყო, ზიდანი ძირითადად იმ გამოცდილ ფეხბურთელებს დაეყრდნობა, რომლებმაც საფრანგეთის ნაკრებთან ერთად 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშეს.


მათ შორის არიან კაპიტანი კილიან მბაპე, ოქროს ბურთის მფლობელი უსმან დემბელე და მიუნხენის ბაიერნის გამორჩეული შემტევი მაიკლ ოლისე.


ამასთან, ზიდანმა ნაკრებში 5 ისეთი ფეხბურთელი გამოიძახა, რომლებსაც საფრანგეთის ეროვნულ გუნდში ჯერ არ უთამაშიათ.


მათ შორისაა ლივერპულის ცენტრალური მცველი ჟერემი ჟაკე, რომელიც შემადგენლობაში ლონდონის არსენალის მცველის, უილიამ სალიბას არყოფნის ფონზე მოხვდა.


ასევე საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში პირველად გამოიძახეს ტულუზას მეკარე გილომ რესტი, ინტერის მცველი ენდი დიუფი, კომოს ნახევარმცველი ლუკას და კუნია და რენის თავდამსხმელი ესტებან ლეპოლი.


მეკარეები: მაიკ მენიო (მილანი), გილომ რესტი (ტულუზა), რობინ რისერი (ლანსი).


მცველები: ენდი დიუფი (ინტერი), მალო გუსტო (ჩელსი), ჟერემი ჟაკე (ლივერპული), იბრაჰიმა კონატე (რეალი), ჟიულ კუნდე (ბარსელონა), მაქსენს ლაკრუა (ჩელსი), ადრიენ ტრიუფერი (ბორნმუთი), დაიო უპამეკანო (ბაიერნი).


ნახევარმცველები: ედუარდო კამავინგა (რეალი), რაიან შერკი (მანჩესტერ სიტი), ლუკას და კუნია (კომო), მანუ კონე (რომა), ადრიენ რაბიო (მილანი), უორენ ზაირ-ემერი (პსჟ).


თავდამსხმელები: ბრედლი ბარკოლა (ლივერპული), უსმან დემბელე (პსჟ), დეზირე დუე (პსჟ), ესტებან ლეპოლი (რენი), კილიან მბაპე (რეალი), მაიკლ ოლისე (ბაიერნი).

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

საფრანგეთის ნაკრები
ზინედინ ზიდანი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

„მისთვის ეს ღალატია", - მბაპეს განცხადებამ ნაკრების გასახდელში სიტუაცია აირია

•ფეხბურთი

ფეხბურთი

„მისთვის ეს ღალატია", - მბაპეს განცხადებამ ნაკრების გასახდელში სიტუაცია აირია
•ფეხბურთი

ფეხბურთი

როგორ მოემზადა ზიდანი საფრანგეთის ნაკრების პირველი შეკრებისთვის?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

როგორ მოემზადა ზიდანი საფრანგეთის ნაკრების პირველი შეკრებისთვის?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რა ცვლილებებს უმზადებს ზიდანი კილიან მბაპეს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რა ცვლილებებს უმზადებს ზიდანი კილიან მბაპეს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რატომ არ იძახებს ზიდანი ნაკრებში ლეგენდებს?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რატომ არ იძახებს ზიდანი ნაკრებში ლეგენდებს?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

14 სექ, 2026

„მისთვის ეს ღალატია", - მბაპეს განცხადებამ ნაკრების გასახდელში სიტუაცია აირია

News image

17 სექ, 2026

როგორ მოემზადა ზიდანი საფრანგეთის ნაკრების პირველი შეკრებისთვის?

News image

3 სთ წინ

რა ცვლილებებს უმზადებს ზიდანი კილიან მბაპეს

News image

2 სთ წინ

რატომ არ იძახებს ზიდანი ნაკრებში ლეგენდებს?

კომენტარები

ლინკის დაკოპირება