ზინედინ ზიდანი საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში კარიმ ბენზემას გამოძახებას არ გეგმავს.
დღეს ფრანგმა სპეციალისტმა საფრანგეთის ნაკრების თავისი პირველი განაცხადი დაასახელა.
5 დებიუტანტი - ზიდანის პირველი შემადგენლობა საფრანგეთის ნაკრებში
„მასთან ერთად რეალში საოცარი წლები გავატარე, თუმცა, ისევე როგორც კანტეს შემთხვევაში, უფრო ახალგაზრდა მოთამაშეების ნახვა მსურს. თუმცა ეს არანაირად არ აკნინებს მის დამსახურებას საფრანგეთის ნაკრებსა და კლუბში.
ნგოლო არ გამოვიძახე, რადგან ასეთია ჩემი არჩევანი. არიან ფეხბურთელები, რომლებსაც გუნდის განვითარებაში დახმარება შეუძლიათ - ამას არანაირი კავშირი არ აქვს კანტეს თვისებებთან.
ის სამაგალითო ფეხბურთელი იყო. ის 35 წლისაა, მე კი ამ გუნდში ოთხი წლით ვარ. ეს გადაწყვეტილება მივიღე", - განაცხადა ეროვნული გუნდის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა.