• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
როგორ მოემზადა ზიდანი საფრანგეთის ნაკრების პირველი შეკრებისთვის?
ფეხბურთიფეხბურთი

როგორ მოემზადა ზიდანი საფრანგეთის ნაკრების პირველი შეკრებისთვის?

7 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ამ პარასკევს, 20:00 საათზე, ზინედინ ზიდანი საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში თავის პირველ შემადგენლობას დაასახელებს.


ივლისის ბოლოს გამართული პირველი პრესკონფერენციის შემდეგ, ყოფილმა ფეხბურთელმა და მისმა სამწვრთნელო შტაბმა მუშაობის სტრატეგია დახვეწეს და ფეხბურთელებზე დაკვირვება დაიწყეს. - წერს ფრანგული RMC Sport.


მოგზაურობები, მატჩები და შეხვედრები - უკვე რამდენიმე კვირაა, ზინედინ ზიდანი და მისი შტაბი აქტიურად ემზადებიან მუშაობის დასაწყებად.


პირველი მნიშვნელოვანი ეტაპი კი ამ პარასკევს, 20:00 საათზე, ნაკრების შემადგენლობის გამოცხადება იქნება. პირველად ზიზუ ყურადღების ცენტრში „ლურჯების“ მთავარი მწვრთნელის რანგში მოექცევა.


მთავარი მიზანია, ყველაფერი მაქსიმალურად კარგად იყოს ორგანიზებული, რათა პირველი შეკრება რაც შეიძლება შეუფერხებლად წარიმართოს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც საფრანგეთის ნაკრებში 14 წლის განმავლობაში დიდიე დეშამის მიერ ჩამოყალიბებული წესები და რუტინა მოქმედებდა.


სამწვრთნელო შტაბის ოფიციალურად დაკომპლექტების შემდეგ ზინედინ ზიდანმა თავისი გუნდი შეკრიბა. აგვისტოს შუა რიცხვებში კლერფონტენში გაფართოებული შტაბის სემინარი გაიმართა, რათა მის წევრებს ერთმანეთი უკეთ გაეცნოთ, მუშაობის საერთო მიმართულება და ორგანიზაციული საკითხები განესაზღვრათ და არსებულ კითხვებზე პასუხები მიეღოთ.


ამასთან, ყველას მიეცა შესაძლებლობა, საფრანგეთის ნაკრების საწვრთნელ ბაზას შეგუებოდა. ყოფილი 10 ნომერი უფრო მრავალრიცხოვანი შტაბის ყოლას გეგმავს, ვიდრე დიდიე დეშამს ჰყავდა.


ამავე პერიოდში ზიდანი პირადად დაესწრო ბოლარ-დელელის სტადიონზე გამართულ საფრანგეთის სუპერთასის მატჩს. ეს იყო პირველი შეხვედრა, რომელსაც იგი ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად ოფიციალურად დანიშვნის შემდეგ დაესწრო.


მოგვიანებით ზიდანმა სხვა მატჩებიც ნახა. ფეხბურთელებზე დაკვირვების პროცესში განსაკუთრებით აქტიურად იყვნენ ჩართული მისი ორი ასისტენტი, დავიდ ბეტონი და სტეფან პლანკი, რომელსაც ოფიციალურად „დამკვირვებლის“ ფუნქცია აქვს.


ისინი სხვადასხვა სტადიონზე მოგზაურობდნენ და საფრანგეთის ნაკრების კანდიდატების თამაშს უშუალოდ აკვირდებოდნენ. მიღებულ ინფორმაციას ისინი პირდაპირ ზიდანს აწვდიდნენ. რამდენიმე ტექნიკური შეხვედრა გაიმართა როგორც პარიზში, ასევე მადრიდში, სადაც ზიდანი ცხოვრობს. ამ შეხვედრებზე სხვა საკითხებიც განიხილეს.


რეალურად კი მწვრთნელის გარემოცვას მუშაობა აგვისტომდე და ოფიციალურ წარდგენამდე არ დაუწყია, მათ რიგი საკითხების წინასწარ მომზადება შეძლეს, თუმცა ამას ჩუმად აკეთებდნენ, რათა იმ დროს მოქმედი შტაბის მუშაობისთვის ხელი არ შეეშალათ.


ბოლო კვირებში შტაბს ახალი ფიზიკური მომზადების მწვრთნელიც შეუერთდა, არტურ ოშედე, რომელიც რედ სტარიდან მიიწვიეს, სადაც ამჟამად გრეგორი დიუპონი მუშაობს. დიუპონი საფრანგეთის ნაკრებში სტრატეგიისა და სპორტული შედეგების საკითხებში მრჩევლის ფუნქციას ასრულებს, თუმცა პარალელურად კლუბის საფეხბურთო დირექტორად რჩება.


გარკვეული ცვლილებები განხორციელდა სამედიცინო შტაბშიც. გუნდს რამდენიმე ახალი სპეციალისტი შეუერთდა, თუმცა მიღებული იყო სხვა გადაწყვეტილებებიც.


ახლა ყველა მომდევნო ორშაბათს გასამართი შეკრების დაწყებას ელოდება. შტაბის წევრები უკვე კლერფონტენში მუშაობენ და სხვადასხვა საორგანიზაციო დეტალს საბოლოო სახეს აძლევენ.


მიზანია, ფეხბურთელებს ახალ გარემოსთან შეგუების, ახალი შტაბის მოთხოვნების ათვისებისა და ახალი სახეების გაცნობის საშუალება მიეცეთ.


ამ ადაპტაციას შესაძლოა გარკვეული დრო დასჭირდეს, ამიტომ შტაბს სურს, პირველ დღეებში პროცესები მაქსიმალურად შიდა რეჟიმში აკონტროლოს და ზედმეტი მედია-ყურადღება თავიდან აიცილოს.


ორშაბათს კლერფონტენში ფეხბურთელების ტრადიციული მისვლა ჟურნალისტებისთვის ღია არ იქნება.


სამაგიეროდ, განსაკუთრებული ინტერესია ზიდანის პირველი განაცხადის მიმართ და მის გამოცხადებაზე მედიის მხრიდან ძალიან დიდი მოთხოვნაა.


მოსალოდნელია, რომ შემადგენლობა შესაძლოა გაფართოებული იყოს, მასში რამდენიმე ახალი სახე გამოჩნდეს, ხოლო თავად სიის გამოცხადების ფორმატიც შეიცვალოს.


ზიდანის შტაბს სურს, გარკვეულწილად „განაახლოს“ ძველი მეთოდი, რომლის დროსაც დიდიე დეშამი გამოძახებული ფეხბურთელების გვარებს უბრალოდ ჩამოთვლიდა.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

საფრანგეთის ნაკრები
ზინედინ ზიდანი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

დაუჯერებელი ამბავი საფრანგეთიდან: იგეგმებოდა მბაპეს გატაცება

•ფეხბურთი

ფეხბურთი

დაუჯერებელი ამბავი საფრანგეთიდან: იგეგმებოდა მბაპეს გატაცება
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ლეგენდის აზრით ოქროს ბურთი კვარას ეკუთვნის: "მისი შეჩერება არავის შეუძლია"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ლეგენდის აზრით ოქროს ბურთი კვარას ეკუთვნის: "მისი შეჩერება არავის შეუძლია"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

მბაპე: ,,ვის მივცემდი ხმას ოქროს ბურთისთვის?"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მბაპე: ,,ვის მივცემდი ხმას ოქროს ბურთისთვის?"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

„მისთვის ეს ღალატია", - მბაპეს განცხადებამ ნაკრების გასახდელში სიტუაცია აირია

•ფეხბურთი

ფეხბურთი

„მისთვის ეს ღალატია", - მბაპეს განცხადებამ ნაკრების გასახდელში სიტუაცია აირია
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

02 სექ, 2026

დაუჯერებელი ამბავი საფრანგეთიდან: იგეგმებოდა მბაპეს გატაცება

News image

05 სექ, 2026

ლეგენდის აზრით ოქროს ბურთი კვარას ეკუთვნის: "მისი შეჩერება არავის შეუძლია"

News image

07 სექ, 2026

მბაპე: ,,ვის მივცემდი ხმას ოქროს ბურთისთვის?"

News image

14 სექ, 2026

„მისთვის ეს ღალატია", - მბაპეს განცხადებამ ნაკრების გასახდელში სიტუაცია აირია

კომენტარები

ლინკის დაკოპირება