კილიან მბაპემ ფრანგულ L'Equipe-სთან წლევანდელ ოქროს ბურთზე ისაუბრა.
ვის მივცემდი ხმას ოქროს ბურთისთვის? საკუთარ თავს. ეს ინდივიდუალური ჯილდოა. ჩვენ ვუყურებთ იმას, თუ რა გააკეთა ფეხბურთელმა ინდივიდუალურად.
ამბობენ, რომ ტიტულები არ მომიგია? არასდროს მინახავს ოქროს ბურთის გამარჯვებული, რომელიც ყოველ ჯერზე, ყველას აზრით, ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებდა.
ყოფილა ვინმე, ვისაც ოქროს ბურთი ხმების 100%-ით მოუგია? არა. ესე იგი, ყოველთვის არსებობს ვიღაც, ვინც ფიქრობს, რომ გამარჯვებული ამ ჯილდოს არ იმსახურებდა.
მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირობა ისეთი მიღწევაა, რომელიც მეხსიერებაში სამუდამოდ რჩება.
ყველა იმ უმნიშვნელოვანეს ტურნირზე საუკეთესო ბომბარდირად დასრულება, სადაც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები თამაშობენ, არ ვიცი, მსგავსი რამ აქამდე ვინმეს თუ გაუკეთებია.
მე ყოველთვის იმ პრინციპიდან გამოვდივარ, რომ ისტორიული მიღწევები უნდა დაფასდეს.
როდესაც არგუმენტებს უყურებ, როდესაც კონკურენციას აკვირდები... მეც ვუყურებ და საკუთარ თავს ვეუბნები: კი... ჩემი გამარჯვება ნამდვილად არ იქნებოდა დაუმსახურებელი.
,,სულელი რომ ვიყო, ამას გეტყოდით" - მბაპეს შეკამათება ჟურნალისტთან