ფრანგული ფეხბურთის ლეგენდამ და 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონმა, ემანუელ პეტიმ ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ აღტაცება ვერ დამალა.
ვეტერანი ფეხბურთელის თქმით, ქართველი შემტევის დონე და გავლენა მატჩებზე იმდენად დიდია, რომ მისი ოქროს ბურთის გარეშე დატოვება უსამართლობა იქნებოდა:
ხვიჩამ ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ მეორედ მოიგო და მთელი სეზონი უმაღლეს დონეზე ჩაატარა, რის გამოც კვარაცხელიასა და ფაბიან რუისის ერთ დონეზე დაყენება უბრალოდ სასაცილოა. ბოლო ორი წლის განმავლობაში ქართველი ფეხბურთელის თამაშისგან უდიდეს სიამოვნებას ვიღებ.
ის ბურთთან ერთად უბრალოდ ასხივებს, ნებისმიერ მეტოქეს საფრთხეს უქმნის და ჯერჯერობით ვერ ვხედავ მეთამაშეს, რომელსაც მისი შეჩერება შეუძლია.
პეტის აზრით, თუ ოქროს ბურთის გადაცემისას მთავარ კრიტერიუმად მსოფლიო ჩემპიონატს ჩავთვლით, მაშინ ამით გამოვხატავთ ზიზღს და დაუფასებლობას ისეთი მშვენიერი ფეხბურთელის მიმართ, როგორიც ხვიჩა კვარაცხელიაა, რომელიც მუნდიალს ვერასოდეს მოიგებს.