მონტენეგროში მიმდინარე კრივის 15-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე, ფინალში 6 ქართველი იჩხუბებს, ჩვენმა 3-მა წარმომადგენელმა კი ბრინჯაოს მედალი უკვე მოიპოვა.
1/2 ფინალური ეტაპი წარმატებით გაიარეს და ევროპის ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ: ელენე ქარჩავა (48 კგ.), გიორგი ახვლედიანი (52 კგ.), დავით ალიხანაშვილი (54 კგ.), ალექსი გუნია (60 კგ.), ლიზა ლობჟანიძე (66 კგ.) და გიგი არჩაია (70 კგ.).
რაც შეეხებათ ბრინჯაოს მედალოსნებს, ისინი თორნიკე სიმონიშვილი (40 კგ.), საბა კერძევაძე (44 კგ.) და ჯონი ხაბურზანია (46 კგ.) არიან.
ტურნირის ფინალური შეხვედრები 25 და 26 ოქტომბერს ჩატარდება.