VIDEO: პირველი გოლი სეზონშიც და ახალ გუნდშიც - ჯიღაურმა უზბეკეთში გაიტანა
9 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
ყიზილყუმის ქართველმა შემტევმა, ჯაბა ჯიღაურმა უზბეკეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში პირველი გოლი გაიტანა.
33 წლის ჯიღაურმა დინამო სამარკანდთან შეხვედრისას გამოიჩინა თავი. 32-ე წუთზე, საკუთარი გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა და ისე გამოვიდა, რომ მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა - 2:0. ქართველი 87-ე წუთზე შეცვალეს.
უზბეკეთის სუპერ ლიგის 26 ტურის შედეგებით, ჯაბასთვის მე-2 საგოლე მოქმედებაა - 4 მაისს, ნოვბაჰორთან ასისტი მიითვალა, დღეს კი სადებიუტო გოლი შეაგდო.
აღსანიშნავია ისიც, რომ ჯიღაური ყიზილყუმში იანვარში გადავიდა და გუნდის რიგებში სადებიუტო გოლი სწორედ დღეს გაიტანა.
26 ტურის შემდეგ, ყიზილყუმს 32 ქულა აქვს და ცხრილის მე-8 ადგილზე იმყოფება. მომდევნო ტურში მე-9 ადგილოსან და მასზე 1 ქულით ნაკლების მქონე სოგდიანას სტუმრად შეხვდება.