ლატვიის დედაქალაქ რიგაში მაგიდის ჩოგბურთის ასაკობრივი სარეიტინგო პირველობა მიმდინარეობს. საქართველოს დელეგაციამ ტურნირზე მე-2 მედალი აიღო.
გათამაშების მეორე დღეს, 14-წლამდე ვაჟთა შორის, ანდრია ჩხარტიშვილმა ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო.
ჩვენს დელეგაციას პირველი მედალი მოუტანა ელენე დანელიამ, რომელმაც, 12-წლამდელთა შორის, ასევე ბრინჯაოს მედალი მოიგო.
რიგაში მიმდინარე ტურნირზე 8 ქვეყნის 200 სპორტსმენი მონაწილეობს. შეჯიბრებები 12, 14, 17 და 19-წლამდელებს შორის იმართება. ტურნირზე საქართველოს ნაკრები 13 მოთამაშითაა წარმოდგენილი.