საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, პირველი მატჩი გამართა და ყაზახეთთან 2:4 დამარცხდა.
ყაზახებმა პირველი ტაიმი 4:0 მოიგეს, რის შემდეგაც ჩვენი გუნდისგან გოლები ანანო წიქარიძემ და ანასტასია ბუჩუკურმა გაიტანეს.
საქართველოს 17-წლამდე ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო შეხვედრას 27 ოქტომბერს, ლატვიის წინააღმდეგ გამართავს, ხოლო 30 რიცხვში ბოსნიას დაუპირისპირდება.