უეფას ევროპა ლიგაზე ლიგის ფაზის ბოლო, მე-8 ტურის მატჩები გაიმართა.
ყველაზე უხვგოლიანი სელტიკი - უტრეხტისა და ლიონი - პაოკის დაპირისპირებები გამოდგა. ორივე შემთხვევაში მასპინძლებმა 4-2 გაიმარჯვეს. ყველაზე დიდი სხვაობით თავისი მატჩი ნოტინგემ ფორესტმა მოიგო, რომელმაც უნგრული ფერენცვაროში 4-0 გაანადგურა.
18 მატჩიდან მხოლოდ ერთში არ გავიდა გოლი. ნიდერლანდური გოუ ეჰედ იგლზისა და პორტუგალიური ბრაგას შეხვედრა უგოლოდ დასრულდა.
დღეს ევროპა ლიგაზე ქართული გოლიც ვიხილეთ. გრაცის შტურმმა საკუთარ მოედანზე ნორვეგიული ბრანი ოთარ კიტეიშვილის გოლით 1-0 დაამარცხა. ქართველმა ნახევარმცველმა მიმდინარე ტურნირზე მე-3 გოლი გაიტანა.
ყველა მატჩის შედეგი:
ასტონ ვილა 3-2 ზალცბურგი
ბაზელი 0-1 პლზენი
სელტიკი 4-2 უტრეხტი
ცრვენა ზვეზდა 1-1 სელტა
FCSB 1-1 ფენერბაჰჩე
გენკი 2-1 მალმიო
გოუ ეჰედ იგლზი 0-0 ბრაგა
ლილი 1-0 ფრაიბურგი
ლუდოგორეცი 1-0 ნიცა
ლიონი 4-2 პაოკი
მაკაბი თელ-ავივი 0-3 ბოლონია
მიდტიულანდი 2-0 დინამო ზაგრები
ნოტინგემი 4-0 ფერენცვაროში
პანათინაიკოსი 1-1 რომა
პორტუ 3-1 რეინჯერსი
ბეტისი 2-1 ფეიენოორდი
შტურმი 1-0 ბრანი
შტუტგარტი 3-2 იანგ ბოიზი
ევროპა ლიგა - რომელი გუნდები გავიდნენ შემდეგ ეტაპზე?