უეფას ევროპა ლიგაზე ლიგის ფაზა დასრულდა და გაირკვა თუ რომელი გუნდები გააგრძელებენ ტურნირზე ასპარეზობას მიმდინარე სეზონში.
8 მატჩში ყველაზე მეტი 7-7 გამარჯვება ლიონმა და ასტონ ვილამ მოიპოვეს და 21-21 ქულით ცხრილს სათავეში ჩაუდგნენ.
ცხრილის მიხედვით საუკეთესო 8 გუნდი პირდაპირ 1/8 ფინალში გავიდა - ლიონი, ასტონ ვილა, მიდტიულანდი, ბეტისი, პორტუ, ბრაგა, ფრაიბურგი და რომა.
პლეი-ინში კი შემდეგი 16 გუნდი იასპარეზებს - გენკი, ბოლონია, შტუტგარტი, ფერენცვაროში, ნოტინგემი, პლზენი, ცრვენა ზვეზდა, სელტა, პაოკი, ლილი, ფენერბაჰჩე, პანათინაიოკოსი, სელტიკი, ლუდოგორეცი, დინამო ზაგრები და ბრანი.
ლიგის ფაზა 7 ქულით 26-ე ადგილზე დაასრულა გრაცის შტურმმა, რომელსაც ბრანთან მატჩი ოთარ კიტეიშვილმა 1-0 მოაგებინა, თუმცა ავსტრიული გუნდი ნორვეგიულს 2 ქულით ჩამორჩა და პლეი-ინს მიღმა დარჩა.
ლიგის ფაზის ბომბარდირი რაზგრადის ლუდოგორეცის სერბი მოთამაშე, პეტარ სტანიჩი გახდა, რომელმაც 7 გოლის გატანა მოახერხა. მას 1 გოლით ნოტინგემ ფორესტის ბრაზილიელი შემტევი, იგორ ჟესუსი ჩამორჩება.
ევროპა ლიგის წილისყრა დღეს, 30 იანვარს გაიმართება და ცნობილი გახდება თუ რომელი გუნდები შეხვდებიან ერთმანეთს პლეიოფში.
ქართული გოლი ევროპა ლიგის ბოლო ტურში - ყველა მატჩის შედეგი