ლიმასოლის არისისა და გიორგი ქვილითაიას გზები გაიყარა.
"არის ლიმასოლი აცხადებს, რომ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე თავდამსხმელ გიორგი ქვილითაიასთან თანამშრომლობა დასრულდა.
32 წლის ქართველი თავდამსხმელი ჩვენს გუნდს 2024 წლის ზაფხულში შეუერთდა. არისის მაისურით გატარებული წელიწადნახევრის განმავლობაში მან ყველა ტურნირზე ჯამში 49 მატჩი ჩაატარა და 16 გოლის გატანა მოახერხა.
გიორგი ქვილითაიას მადლობას ვუხდით გუნდში შეტანილი წვლილისთვის და ვუსურვებთ წარმატებებს კარიერის მომავალ ეტაპზე." - წერია კვიპროსული კლუბის განცხადებაში.
ქართველი თავდამსხმელისთვის არისი მე-3 კვიპროსული გუნდი იყო, იქამდე ის ანორთოსისისა და აპოელის ღირსებას იცავდა.