ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

"დავალიანებები სრულადაა დაფარული" - ბათუმის დინამოს განცხადება
ფეხბურთიფეხბურთი
ქართულიქართული

"დავალიანებები სრულადაა დაფარული" - ბათუმის დინამოს განცხადება

14 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

ლინკის დაკოპირება

-

Aa

+

ფონტის ზომა

ბათუმის დინამომ სატრანსფერო სანქციის შესახებ ოფიციალური განცხადება გაავრცელა.


"ბათუმის დინამოს ყოფილი ფეხბურთელების მხრიდან, გასულ წლებში არსებული დავალიანებების გამო FIFA-ში შეტანილი საჩივრების გათვალისწინებით, 2025 წლის პირველი ივნისიდან, 2026 წლის ივნისამდე, კლუბს მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს მხრიდან სატრანსფერო შეზღუდვა აქვს დაწესებული.


2025 წლის დეკემბრიდან, დინამოს სააქციო საზოგადოება დბ 1923-ის მმართველობაში გადასვლისთანავე, ახალი მენეჯმენტის პირობებში, FIFA-სა და საქართვლოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტში არსებული ყველა დავალიანების შესწავლისა და დაფარვის პროცესი დაიწყო.


კლუბს სატრანსფერო შეზღუდვა FIFA-ს მხრიდან საფეხბურთო კლუბ ანკარაგუჩუს, ასევე ფეხბურთელების: კირილო მელიჩენკოს, მესი ბიატუმუსოკას, გიტის პაულაუსკასის, ვანდერსონ სილვას, ედმუნდ არკო-მესასა და ალექს სანტოსის მიმართვის საფუძველზე აქვს დაწესებული. აღსანიშნავია, რომ ვანდერსონ სილვას შემთხვევაში FIFA-მ სადისციპლინო სანქცია გამოიყენა, რაც ერთ-ერთ ყველაზე მძიმე სასჯელს წარმოადგენს.


თურქულ კლუბთან და თითოეულ ზემოაღნიშნულ ფეხბურთელთან მორიგების აქტი გაფორმდა, რის საფუძველზეც, 2026 წლის 20 იანვრის მონაცემებით, დავალიანებები სრულადაა დაფარული.


ახალი მენეჯმენტის პირობებში, FIFA-ს სატრანსფერო შეზღუდვის მოხსნა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია, თუმცა მიუხედავად დავალიანებების სრულად დაფარვისა, 2026 წლის 21 იანვრის მონაცემებით, მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ, ბათუმის დინამოს მიმართ სატრანსფერო შეზღუდვა კვლავაც ძალაში დატოვა.


ბათუმის დინამო აქტიურ რეჟიმში მუშაობს ყველა შესაბამის ჯგუფთან და ორგანიზაციასთან, რათა ახალი მენეჯმენტის პირობებში, კლუბის კეთილსინდისიერი დამოკიდებულება მოსარჩელე მხარეებისა თუ სამართლიანი თამაშის წესების მიმართ FIFA-ს მხრიდან კიდევ ერთხელ შეფასდეს, რაც არსებული გადაწყვეტილების გადახედვის იმედს გვიტოვებს.


სატრანსფერო შეზღუდვის მიუხედავად, დინამო ბათუმი ეროვნული ლიგის 2026 წლის სეზონისათვის თურქეთის ქალაქ ანტალიაში, 27 ფეხბურთელით აქტიურად ემზადება." - წერია განცხადებაში.


"ეს მოდელი საშუალებას აძლევს ყველას, კლუბის აქციები შეიძინოს" - დინამო ბათუმის ახალი მფლობელის მიმართვა

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ქართული ფეხბურთი
დინამო ბათუმი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ტრანსფერი იანვარში? გოგლიჩიძე უდინეზეს გეგმებში აღარ შედის

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ტრანსფერი იანვარში? გოგლიჩიძე უდინეზეს გეგმებში აღარ შედის
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ჟორჟი, ქოჩორა, კვარა - სამივე ქართველი სათადარიგო სკამზეა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ჟორჟი, ქოჩორა, კვარა - სამივე ქართველი სათადარიგო სკამზეა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

მიქაუტაძე იწყებს - ვილიარეალი vs რეალი [სასტარტო შემადგენლობები]

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მიქაუტაძე იწყებს - ვილიარეალი vs რეალი [სასტარტო შემადგენლობები]
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ესპანური კლუბი ლუკა ლაცაბიძით ინტერესდება

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ესპანური კლუბი ლუკა ლაცაბიძით ინტერესდება
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

20 იან, 2026

ტრანსფერი იანვარში? გოგლიჩიძე უდინეზეს გეგმებში აღარ შედის

News image

20 იან, 2026

ჟორჟი, ქოჩორა, კვარა - სამივე ქართველი სათადარიგო სკამზეა

News image

24 იან, 2026

მიქაუტაძე იწყებს - ვილიარეალი vs რეალი [სასტარტო შემადგენლობები]

News image

24 იან, 2026

ესპანური კლუბი ლუკა ლაცაბიძით ინტერესდება

კომენტარები