ჩემპიონთა ლიგის ლიგის ფაზის მე-8 ტურში, ნიუკასლთან მიღებული ტრავმის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიას სამედიცინო შემოწმება ჩაუტარეს.
GEO TEAM-ის ინფორმაციით, კოჭზე მოტეხილობა არ არსებობს და მხოლოდ იოგია დაზიანებული. შესაბამისად, კვარას მოედანზე დაბრუნების სავარაუდო პერიოდი 2 კვირაა.
აქედან გამომდინარე, შესაძლოა, იგი პსჟ-ს უკვე პლეი-ინის შეხვედრებშიც კი დაეხმაროს - პარიზელები 17 ან 18 თებერვალს ყარაბაღს ან მონაკოს შეხვდებიან.