პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმის შესახებ მოკლე კომენტარი გააკეთა.
"კოჭის ტრავმაა. რთული მდგომარეობა ჩანს... კიდევ ერთი საკვანძო ფეხბურთელი დაშავდა. ვნახოთ, ტესტი რა შედეგს აჩვენებს, იმედია, კარგი ამბავი გვექნება", - აღნიშნა ესპანელმა.
ჩემპიონთა ლიგის მე-8 ტურში, ნიუკასლთან მატჩისას, ქართველი შემტევი 22-ე წუთზე დაშავდა მას შემდეგ, რაც ორთაბრძოლისას ენტონი ელანგამ კოჭში ვარდნისას მისი მარჯვენა ფეხი ჩაიყოლა და სერიოზული ტკივილი მიაყენა. ხვიჩა დუემ შეცვალა.
მოედნიდან გასვლამდე, კვარამ ასისტის გაკეთება მოასწრო - მე-8 წუთზე, მარჯვენა ფლანგიდან უტევდა, ბურთი ვიტინიას გადააწოდა და პორტუგალიელმა დაბალ კუთხეში შეაგდო.
ხვიჩასთვის ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში მე-7 შეხვედრაში შესრულებული მე-6 საგოლე მოქმედებაა - 3 გოლი და 3 ასისტი.
პსჟ-სა და ნიუკასლის მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა, რითაც ორივე მათგანი ლიგის ფაზის ტოპ 8 გუნდს მიღმა დარჩა და 1/8 ფინალში მოსახვედრად ბრძოლას პლეი-ინში გააგრძელებენ.