ანტონიო კონტემ ჩემპიონთა ლიგაზე მთავარი მწვრთნელის რანგში ჩატარებული 50 მატჩიდან მხოლოდ 17 მოიგო.
ნაპოლი მისი ხელმძღვანელობით საკუთარ მოედანზე ჩელსისთან 2:3 დამარცხდა და ტურნირის 24 საუკეთესოში ვერ მოხვდა.
ამ დროისთვის კონტეს აქტივშია 17 გამარჯვება, 17 მარცხი და 16 ფრე ჩემპიონთა ლიგაზე.
ნაპოლიმ 2018/19 წლების სეზონის შემდეგ პირველად ვერ გადალახა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური/საერთო ეტაპი. აღსანიშნავია, რომ 2024/25, 2021/22 და 2020/21 წლების სეზონებში ნეაპოლური კლუბი საერთოდ არ მონაწილეობდა ტურნირში.
2012/13 წლების სეზონიდან მოყოლებული კონტემ შვიდი მცდელობიდან ოთხჯერ ვერ მოახერხა პლეი-ოფში გასვლა – ამ პერიოდში მასზე მეტი ჩავარდნა მხოლოდ ჟორჟე ჟეზუშს აქვს (ხუთი). კონტეს საუკეთესო შედეგი ჩემპიონთა ლიგაზე მეოთხედფინალია (ჩელსისთან ერთად).
ნაპოლიმდე იტალიელი სპეციალისტი ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობდა ტოტენჰემთან, ინტერთან, ჩელსისთან და იუვენტუსთან ერთად.