NBA-ის რეგულარულის მეორე ტურში ორივე ქართველის გუნდმა წააგო. სანდრო მამუკელაშვილის ტორონტო რეპტორსმა - მილუოკი ბაქსისთან, ხოლო გოგა ბითაძის ორლანდო მეჯიქმა ატლანტა ჰოუქსთან.
ტორონტოელებმა მილუოკისთან საშინაო შეხვედრა 116:122 დათმეს, მათმა ქართველმა ლეგიონერმა კი პარკეტზე 15:40 წუთი გაატარა - 4 ქულა, 3 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა.
შედეგად, რეპტორსს 1-1 მოგება-წაგება აქვს. მომდევნო ტურში, 27 ოქტომბრის 03:30 საათზე, დალას მავერიქსს სტუმრად დაუპირისპირდება.
გოგას ორლანდომაც საკუთარ დარბაზში წააგო - 107:111. ქართველმა ცენტრმა 16:53 წუთი ითამაშა და 3 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა.
მეჯიქსაც 1-1 მოგება-წაგება აქვს, მომდევნო ტურში კი, 26 ოქტომბრის გამთენიის 03:00 საათზე, ჩიკაგო ბულსს უმასპინძლებს.