VIDEO: ასისტი ჰაკიმიზე - კვარას პირველი საგოლე მოქმედება ლიგა 1-ში მაისის შემდეგ
11 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
ხვიჩა კვარაცხელიამ საფრანგეთის ლიგა 1-ის 2025-26 წლების სეზონში პირველი საგოლე მოქმედება შეასრულა.
ჩემპიონატის მე-9 ტურში, ბრესტთან გასვლითი მატჩისას, კვარამ საგოლე პასი აშრაფ ჰაკიმიზე გააკეთა. მისმა გუნდმა შეხვედრა 3:0 მოიგო და ცხრილს სათავეში, მინიმუმ დროებით, ჩაუდგა.
კვარაცხელია 70-ე წუთზე შეცვალეს. მას ლიგა 1-ში საგოლე მოქმედება 17 მაისის შემდეგ არ ჰქონია - მაშინ ოსერთან დუბლი შეასრულა.
პსჟ მომდევნო შეხვედრას ლორიენთან სტუმრად გამართავს - 29 ოქტომბერს.