ლა ლიგა 2-ის მე-11 ტურში, ლუკა გაგნიძის გრანადამ იური ტაბატაძის კადისს ანდალუსიურ დერბიში უმასპინძლა და უგოლოდ დაშორდა.
ძირითადში არც ერთი ქართველი ყოფილა, თუმცა მოედანზე ორივე გამოვიდა - ტაბატაძე 55-ე წუთიდან, ხოლო გაგნიძე მე-80-დან.
გრანადაში გადასვლის შემდეგ, გაგნიძე მუდმივად შეცვლებზე თამაშობს - 5 მატჩის ჯამში 97 წუთი აქვს მოედანზე გატარებული.
ტაბატაძე, რომელსაც მიმდინარე სეზონში 4 გოლი აქვს, თავიდანვე სათადარიგოთა სკამზე 7 სექტემბრის შემდეგ პირველად მოხვდა - ზედიზედ 6 ტური სასტარტოში იყო. წინა ტურში პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს.
კადისი ჩემპიონატის თანალიდერად რჩება - რასინგისა და ლას პალმასის მსგავსად, 19 ქულა აქვს (რასინგს ამ ტურში ჯერ არ უთამაშია), გრანადა კი ერთ-ერთი აუტსაიდერია (11 ქულით მე-19 ადგილზეა.
გრანადა, რომელსაც უკვე 6 ტურია არ წაუგია (2 მოგება და 4 ფრე), მომდევნო ტურში ვალიადოლიდს ესტუმრება. გასვლაზე ითამაშებს კადისიც - ანდორასთან.