VIDEO: 95-ე წუთზე გუნდი დააწინაურა - ანდრო გიორგაძის უმნიშვნელოვანესი გოლი კოკანდში
12 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
კოკანდის ქართველმა მცველმა, ანდრო გიორგაძემ უზბეკეთის სუპერ ლიგის 2025 წლის სეზონში მე-2 გოლი გაიტანა და თავის გუნდს უმნიშვნელოვანესი 3 ქულის აღებაში დაეხმარა.
ნოვბაჰორთან შეხვედრისას, გიორგაძე შეტევაში 95-ე წუთზე ჩაერთო, კარგ პოზიციაში მყოფს ბურთი მიუვიდა და კოკანდი დააწინაურა. დარჩენილ წუთებში მისმა გუნდმა მეორეც შეაგდო და თამაში 2:0-ით დაასრულა.
29 წლის გიორგაძისთვის სეზონში მე-2 გოლია - სუპერ ლიგის პირველსავე ტურში ანდიიანთან გაიტანა.
ანდრო ბოლო დროს კოკანდის ძირითადის სტაბილური წევრია და სრულად უკვე ზედიზედ მე-7 ტურში ითამაშა.
კოკანდმა 29 ქულა მოაგროვა და, ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტურით ადრე, გასავარდნ ზონას 5 ქულით დაშორდა. გუნდს მომდევნო ტურში ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი ელის - შეხვდება გასავარდნ ზონაში მყოფ მაშალ მუბორაკს, რომელსაც მასზე 6 ქულით ნაკლები აქვს.
ანდრო გიორგაძე უზბეკეთში 2024 წლის იანვარში, თბილისის ლოკომოტივიდან გადავიდა. კარიერის სხვადასხვა დროს სამტრედიაში, ტორპედოში, უკრაინულ კარპატში, ჩეხურ ჟლინში, უკრაინულ ვორსკლასა და მარტვილის მერანშიც უთამაშია.