ეკო გორგოძე, ირენე ბურილოსთან ერთად, ბრაზილიის ქალაქ ფლორიანოპოლისის ჩელენჯერის წყვილთა გათამაშების ფინალში გავიდა.
ქართულ-ესპანურმა დუეტმა, რომელიც ტურნირზე მე-4 ნომრადაა განთესილი, პირველი განთესვის მქონე წყვილს (ინგრიდ მარტინში / ლაურა პიგოსი) რთულ 3-სეტიან ბრძოლაში მოუგო - 7:6; 3:6; 10:8.
გორგოძე და ბურილო ფინალში ტურნირის მე-5 ნომერ წყვილს, კაროლ მონესა და სადა ნაჰიმანას შემადგენლობით, შეხვდებიან და ტიტულის მოპოვებას შეეცდებიან.
აღსანიშნავია, რომ ქართველმა და ესპანელმა წყვილი 16 ოქტომბერს შექმნეს და მეორე ტურნირს თამაშობენ - გასულ კვირას რიო დე ჟანეიროს ჩელენჯერის ფინალში დამარცხდნენ.