VIDEO: მნიშვნელოვანი გოლი შეაგდო - ჭანტურიშვილის გუნდი ჩეხეთის ჩემპიონატში გალიდერდა
9 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
ვახტანგ ჭანტურიშვილმა ჩეხეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში პირველი გოლი შეაგდო და გუნდს მნიშვნელოვანი 3 ქულის აღებაში დაეხმარა.
მისმა იაბლონეცმა სტუმრად ლიბერეცს 2:0 მოუგო - ვახომ 65-ე წუთზე, სწრაფი კონტრშეტევის შემდეგ შეაგდო. სეზონში მისთვის მე-2 საგოლე მოქმედებაა - პარდუბიცესთან ასისტი შეასრულა.
32 წლის ქართველის იაბლონეცმა პრაღულ გრანდებს, სპარტასა და სლავიას, გადაასწრო და ჩეხეთის CHANCE LIGA-ს სათავეში ჩაუდგა. ნახსენებ კონკურენტებს ამ ტურში ჯერ არ უთამაშიათ.
იაბლონეცი მომდევნო ტურში, 1-ელ ნოემბერს, მე-4 ადგილოსან ჟლინთან შინ ითამაშებს. ჟლინში ზვიად ნაჭყებია ირიცხება, თუმცა მოედანზე იშვიათად გადის.