საბა გოგლიჩიძის უდინეზემ, იტალიის სერია A-ს მე-8 ტურში, ლეჩეს 3:2 მოუგო და სეზონში მესამე გამარჯვება იზეიმა.
ქართველმა მცველმა უდინელთა ძირითად შემადგენლობაში ზედიზედ მესამედ ითამაშა და დღესაც საფინალო სასტვენამდე. გოლებში მისი ბრალეულობა არ ყოფილა.
უდინეზემ, 14 სექტემბრის შემდეგ პირველად იმარჯვა, 12 ქულა მოაგროვა და ათეულში შეაბიჯა. მომდევნო ტურში იუვენტუსს სტუმრად შეხვდება - 29 ოქტომბერს.