ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
იბერია 1999

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
ფეხბურთი

ფეხბურთი

ქვიზები

იბერია 1999

სიახლეები

7.2 მილიონი მაყურებელი კვირაში - რა ფენომენალური ზრდა დააფიქსირა MLS-მა წელს
ფეხბურთიფეხბურთი

7.2 მილიონი მაყურებელი კვირაში - რა ფენომენალური ზრდა დააფიქსირა MLS-მა წელს

1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

2026 წელი Major League Soccer-ისთვის (MLS) ნამდვილად გამორჩეული და რეკორდული აღმოჩნდა.


ლიგის ოფიციალური მონაცემებით, ყოველკვირეული ცოცხალი ტრანსლაციების მნახველთა რაოდენობა წინა სეზონთან შედარებით 93%-ით გაიზარდა და საშუალოდ 7.2 მილიონი შეადგინა. ეს შთამბეჭდავი ციფრი აერთიანებს მაყურებლებს როგორც სტრიმინგ პლატფორმებიდან (მათ შორის Apple TV-დან), ისე ამერიკული, კანადური და საერთაშორისო ტელევიზიებიდან.


ზრდა განსაკუთრებით შესამჩნევია ახალგაზრდა აუდიტორიაში, რასაც დიდწილად მსოფლიო ჩემპიონატის ეფექტით ხსნიან. ტურნირის შემდეგ, FOX-სა და FS1-ზე 18-34 წლის ასაკის მამაკაცებში ტრანსლაციების ყურებადობა 45%-ით გაიზარდა. საინტერესოა, რომ MLS-ის გულშემატკივრების საშუალო ასაკი 39.6 წელია, რაც ამერიკულ პროფესიულ ლიგებს შორის ყველაზე ახალგაზრდა მაჩვენებელია.


შთამბეჭდავია სტადიონებზე დასწრების სტატისტიკაც - რეგულარული სეზონის მატჩებს 11.2 მილიონზე მეტი გულშემატკივარი დაესწრო (საშუალოდ 22,063 ადამიანი თამაშზე), რაც ლიგის ისტორიაში მეორე საუკეთესო მაჩვენებელია. ექვსმა კლუბმა კი ერთ მატჩზე დასწრების ინდივიდუალური რეკორდი დაამყარა. რაც შეეხება ციფრულ სამყაროს, აქ MLS-მა ნამდვილი ბუმი მოახდინა. ლიგამ და კლუბებმა ერთად სოციალურ ქსელებში 19.1 მილიარდი შთაბეჭდილება (18%-იანი ზრდა) და 838 მილიონი ჩართულობა (13%-იანი ზრდა) დააფიქსირეს. ვიდეოების ნახვებმა 5.8 მილიარდს მიაღწია, ხოლო ლიგისა და კლუბების საერთო გამომწერთა რაოდენობამ 123.5 მილიონი შეადგინა. ლიგაში მოელიან, რომ თუ პლეი-ოფებშიც მსგავსი ტენდენცია შენარჩუნდება, MLS დასწრების მხრივ მსოფლიოს ტოპ სამ საფეხბურთო ლიგაში შევა.

თამარ თაბუკაშვილი

თამარ თაბუკაშვილი

ინტერ მაიამი
მესი
MLS

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

VIDEO: ბრწყინვალე გოლი - მესიმ ინტერ მაიამის კონკურენტთან მოაგებინა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: ბრწყინვალე გოლი - მესიმ ინტერ მაიამის კონკურენტთან მოაგებინა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

კვარა წლის საუკეთესო თერთმეტეულისთვის იბრძვის - FIFPRO-მ კანდიდატები დაასახელა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

კვარა წლის საუკეთესო თერთმეტეულისთვის იბრძვის - FIFPRO-მ კანდიდატები დაასახელა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ციფრები, რომლებიც გაგაოცებთ - რატომ არის ლიონელ მესი ამერიკაშიც შეუჩერებელი

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ციფრები, რომლებიც გაგაოცებთ - რატომ არის ლიონელ მესი ამერიკაშიც შეუჩერებელი
•ფეხბურთი

ფეხბურთი

სასოწარკვეთილი მესი და მარცხის აღიარება - ვალდანოს ანალიზი

•ფეხბურთი

ფეხბურთი

სასოწარკვეთილი მესი და მარცხის აღიარება - ვალდანოს ანალიზი
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

02 ნოე, 2026

VIDEO: ბრწყინვალე გოლი - მესიმ ინტერ მაიამის კონკურენტთან მოაგებინა

News image

02 ნოე, 2026

კვარა წლის საუკეთესო თერთმეტეულისთვის იბრძვის - FIFPRO-მ კანდიდატები დაასახელა

News image

08 ნოე, 2026

ციფრები, რომლებიც გაგაოცებთ - რატომ არის ლიონელ მესი ამერიკაშიც შეუჩერებელი

News image

10 ნოე, 2026

სასოწარკვეთილი მესი და მარცხის აღიარება - ვალდანოს ანალიზი

კომენტარები

ლინკის დაკოპირება