საქართველოს წყალბურთის ნაკრები მსოფლიო თასის ფინალურ ეტაპზე ისტორიაში პირველად მონაწილეობს.
ტურნირში მსოფლიოს 8 საუკეთესო გუნდი იღებს მონაწილეობას, მატჩები კი, 23-26 ივლისს, ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში ჩატარდება.
მასპინძელი ავსტრალიის გარდა, 1-ელი დივიზიონიდან სუპერ ფინალში თამაშის უფლება ხორვატიის, საბერძნეთის, უნგრეთის, იტალიისა და ესპანეთის ნაკრებებმა მიიღეს, ხოლო მე-2 დივიზიონიდან საგზურს საქართველოსა და მონტენეგროს ნაკრებები დაეუფლნენ.
ტურნირი 23-26 ივლისსაა ჩანიშნული: 23-ში 1/4 ფინალებია, 25-ში - 1/2 ფინალები, ხოლო 26-ში ფინალი და მე-3 ადგილისთვის მატჩი.
წილისყრის მიხედვით, საქართველოს ნაკრები 1/4 ფინალში იტალიას ხვდება (23 ივლისს), ხოლო წყვილში გამარჯვებული 1/2 ფინალში საბერძნეთს ან მონტენეგროს დაუპირისპირდება.
ფოტო: საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაცია