ნოვაკ ჯოკოვიჩმა უიმბლდონზე კარიერაში 99-ე მატჩი დენ ევანსის წინააღმდეგ მოიგო და მესამე წრეში გავიდა.
შეხვედრა 1 საათსა და 49 წუთს გაგრძელდა და ნოლეს გამარჯვებით 6:3 6:2 6:0 დასრულდა.
ქვიზი: გამოიცანი ჩოგბურთელი თვალებით
ეს გამარჯვება ჯოკოვიჩისთვის 99-ე აღმოჩნდა.
საიუბილეო მე-100 გამარჯვებისთვის ჯოკოვიჩი თავის თანამემამულეს, მიომირ კეჩმანოვიჩს დაუპირისპირდება, რომელიც რეიტინგში 49-ე ადგილს იკავებს.
ნოვაკ ჯოკოვიჩს უიმბლდონი კარიერაში 7-ჯერ აქვს მოგებული და წელს მერვე გამარჯვებისთვის იბრძვის. ბოლო ორ სეზონში მას ფინალები აქვს წაგებული კარლოს ალკარასის წინააღმდეგ.