ტორონტოს მასტერსის შემდეგ, ნოვაკ ჯოკოვიჩი ცინცინატის მასტერსსაც გამოტოვებს.
სერბმა ჩოგბურთელმა ამერიკის ღია პირველობისთვის მაქსიმალურად დიდი დასვენების აღება და ტურნირზე მომზადების გარეშე ჩასვლა გადაწყვიტა.
ოთხგზის ჩემპიონი ამერიკის ღია პირველობაზე უიმბლდონის შემდეგ არცერთი ჩატარებული მატჩით ჩავა.
ცინცინატის მასტერსი, რომელიც ჯოკოვიჩს კარიერაში 3-ჯერ აქვს მოგებული, 5 აგვისტოს დაიწყო და 18 აგვისტომდე გაგრძელდება.
ამ სეზონში ჯოკოვიჩს მხოლოდ ერთი ტიტული აქვს მოგებული - როლან გაროსის წინ გამართული 250-იანი ტურნირი ჟენევაში. ამდენივე ტიტული მოიგო სერბმა 2024-შიც, როცა პარიზის ოლიმპიური ოქროს დაუფლება შეძლო.