სტამბოლის ათათურქის ოლიმპიური სტადიონი 2027 წლის ესპანეთის სუპერთასს უმასპინძლებს.
ეს გადაწყვეტილება ესპანეთის სამეფო ფეხბურთის ფედერაციამ (RFEF) შესაბამისი შეთანხმების მიღწევის შემდეგ მიიღო. ტურნირზე ტიტულისთვის 4 კლუბი იბრძოლებს: ბარსელონა, მადრიდის რეალი, რეალ სოსიედადი და მადრიდის ატლეტიკო.
სტამბოლი მასპინძელ ქალაქად ხანგრძლივი სამუშაოებისა და მოლაპარაკებების შემდეგ შეირჩა. პროცესის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ადგილიდან შვიდამდე კანდიდატურა განიხილებოდა.
ესპანეთის სუპერთასი სტამბოლში 2027 წლის 2-დან 7 თებერვლამდე გაიმართება.
ტურნირი, რომელშიც ესპანური ფეხბურთის 4 წამყვანი კლუბი მონაწილეობს, მათ შორის ლა ლიგისა და ესპანეთის თასის გამარჯვებულები, 2028 წელს კვლავ საუდის არაბეთში დაბრუნდება.
2027 წელს საუდის არაბეთი აზიის თასს მასპინძლობს, რომლის ჩატარების თარიღებიც ესპანეთის სუპერთასის პერიოდს ემთხვევა. სწორედ ამიტომ, RFEF-მა მომდევნო გათამაშებისთვის ალტერნატიული მასპინძელი ქალაქის მოძიებაზე იმუშავა.