ატლეტიკოს თავდამსხმელი, ალექსანდერ სორლოტი ტრავმის გამო ახალი სეზონის სტარტს გამოტოვებს.
Marca-ს ინფორმაციით, სორლოტს გასულ კვირას ვარჯიშის ნაადრევად დასრულება მოუწია და მას შემდეგ იმ ფეხბურთელებთან ერთად არ უვარჯიშია, რომლებმაც მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშეს და სამხრეთ კორეის ტურნეში არ გაჰყვნენ გუნდს.
ნორვეგიელს კუნთის დაზიანება დაუდგინდა, რის გამოც სეზონის საწყის რამდენიმე შეხვედრას გამოტოვებს.
2026/27 წლების სეზონის პირველ მატჩს დიეგო სიმეონეს გუნდი 19 აგვისტოს ჩაატარებს - ატლეტიკო ლა ლიგის 1-ელ ტურში მალაგას უმასპინძლებს.