მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
6 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
კანის ლომების საერთაშორისო კრეატიული ფესტივალი არის წლის უმნიშვნელოვანესი მოვლენა მსოფლიო მარკეტერებისა და კრეატორების სამყაროში. საერთაშორისო ფესტივალს, რომელიც უკვე 70 წელზე მეტია ტარდება, საქართველო 2015 წლიდან შეუერთდა და ყოველ წელს სულ უფრო მეტი ახალგაზრდას ყურადღებას იპყრობს.
ფესტივალი საუკეთესო სარეკლამო ნამუშევრებს ავლენს და მილიონობით ადამიანს ახლებურ ხედვებს უზიარებს.
საქართველოში კონკურსი 27-30 მარტს გაიმართება, ადგილობრივი გამარჯვებულების გამოვლენა და დაჯილდოება კი 4 აპრილს შედგება.
კონკურსში გამარჯვებულები კანში საქართველოს სახელით ივნისის თვეში იასპარეზებენ, სადაც შესაძლებლობა ექნებათ თავიანთი შემოქმედებითი პოტენციალი მსოფლიოს გააცნონდა 70-მდე ქვეყნის საუკეთესო მონაწილეებს შეეჯიბრებიან.
ახალგაზრდებს ფესტივალის 6 კატეგორიაში შეეძლებათ მონაწილეობის მიღება: პრინტი, მარკეტერი, დიჯიტალი, ფილმი, დიზაინი და პიარი.
აღნიშნულ ფესტივალზე adjarabetarena იქნება ფილმის კატეგორიის წარმდგენი, ხოლო პიარის კატეგორიის მხარდამჭერი იქნება aPeople - აჭარაბეთის დამსაქმებლის ბრენდი. კომპანიის მიზანია ახალგაზრდებს მისცეს საკუთარი პოტენციალის გამოვლენის საშუალება და დაეხმაროს მარკეტერებს და კრეატორებს პროფესიული გამოცდილების მიღებაში.
ლოკალურად ჩატარებული შესარჩევი ნაწილის შემდეგ, გამარჯვებულები მონაწილეობას მიიღებენ კანში გასამართ საერთაშორისო ფესტივალზე. ეს ძალიან კარგი შესაძლებლობაა, ქვეყანაში არსებული კრეატიული პოტენციალის განვითარებისთვის. ფესტივალი შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდებს თავიანთი ნამუშევრები ფართო აუდიტორიას საერთაშორისო ჟიურის წინაშე გაუზიარონ.
მსგავსი ფესტივალები მნიშვნელოვანია ადგილობრივი ინდუსტრიის განვითარებისთვის. მიღებული გამოცდილების გარდა, ეს ეფექტური პლატფორმაა იდეების გაცვლისა და პროფესიული კავშირების შექმნისთვის საერთაშორისო დონეზე. ასევე, ფესტივალი ხელს უწყობს ახალგაზრდებს გაეცნონ მსოფლიოში არსებულ ტენდენციებსა და მნიშვნელოვან ტრენდებს.
adjarabetarena და aPeople წლებია კანის ლომების მხარდამჭერები არიან - როგორც პარტნიორი კომპანიის, ისე უშუალოდ მონაწილეების სახით.
გასულ წელს გამართულ კანის საერთაშორისო ფესტივალზე საქართველოდან 6 გუნდი გაემგზავრა, სადაც ქართულმა გუნდმა პიარის კატეგორიაში ბრინჯაოს აღება მოახერხა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები