სერხიო აგუეროს მიაჩნია, რომ ჩაბი ალონსო რეალს გაწვრთნის.
„მაქვს წინათგრძნობა, რომ ჩაბი ალონსო ადრე თუ გვიან რეალში დაინიშნება. არ ვარ დარწმუნებული, კონკრეტულად როდის.
თუმცა, მას მადრიდული წარსული აქვს და ბუნდესლიგაში ნაჩვენები შედეგებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, ეს ბედია." - აღნიშნა სიტის ექს-ფორვარდმა.
ალონსო რეალში კარლო ანჩელოტის შეცვლის მთავარი კანდიდატია.