სამეფო თასის ფინალის წაგების შემდეგ, ფედე ვალვერდემ რეალის ქომაგებს მიმართა.
„ეს ისევ მოხდა და აუცილებლად მოხდება კიდევ ბევრჯერ, იმიტომ რომ ეს არის გზა, რომელსაც მშენებლობის პროცესში გავდივართ და სრულიად ნორმალურია ამდენჯერ დაცემაც.
გაბრაზებულად, გულნატკენად და უძლურად ვგრძნობ თავს და მგონია, რომ დაგაღალატეთ.
რთული წელი გამოვიდა, ფიზიკურად და მენტალურად, თუმცა ერთხელ უკვე ვთქვი და დღესაც იგივეს გავიმეორებ: "არ დავნებდები იქამდე, სანამ ფეხები არ მიმტყუნებს." ეს კლუბი ამაზე ნაკლებს არ იმსახურებს.
ჩვენ დავბრუნდებით, გამარჯვების გზას დავუბრუნდებით და მე ბოლომდე გავიღებ ყველაფერს იმისთვის, რასაც რეალი და ის ხალხი იმსახურებს, ვინც ისტორიაში ყველაზე დიდი კლუბის გამარჯვებებში თავის როლს ასრულებს. მადლობა." - წერს ურუგვაელი.