The Athletic-ის ჟურნალისტის მარიო კორტეხანას ინფორმაციით, ლა ლიგის სეზონის დასრულების შემდეგ კარლო ანჩელოტი მადრიდის რეალს დატოვებს და ბრაზილიის ნაკრების ახალი მწვრთნელი გახდება.
იტალიელი რეალს საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე აღარ გაწვრთნის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მას რეალში 5 მატჩი დარჩა ჩასატარებელი.
წყაროს ცნობით, გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და რეალის გასახდელშიც უკვე იციან, რომ ანჩელოტიმ წასვლის გადაწყვეტილება მიიღო.
ანჩელოტი რეალში მეორედ 2021 წელს დაინიშნა და გუნდს 2 ლა ლიგა, 1 კოპა დელ რეი, 2 სუპერკოპა, 2 ჩემპიონთა ლიგა, 2 უეფას სუპერ თასი, 1 საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი და 1 საკონტინენტთაშორისო თასი მოაგებინა.
იტალიელის შეცვლის მთავარი კანდიდატი ჩაბი ალონსოა, დროებითი მწვრთნელის საჭიროების შემთხვევაში კი სანტიაგო სოლარი მოიაზრება.
ბრაზილიაში ანჩელოტისგან მწვანე შუქს ელიან - რომანო