იტალიელი სპორტული ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაცია ძალიან თავდაჯერებულია და კარლო ანჩელოტისგან მწვანე შუქის მიღებას ელის.
სელესაოში სურთ, რომ იტალიელი ნაკრების მთავარ მწვრთნელად საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე დაინიშნოს.
ფედერაციის წარმომადგენლები ესპანეთში არიან და შეთანხმების მიღწევაზე მუშაობენ, ასევე ისინი მადრიდის რეალის გადაწყვეტილებას და გადადგმულ ნაბიჯებს ელოდებიან.
კოპა დელ რეის ფინალის წაგების შემდეგ ყველაფერი იქით მიდის, რომ კარლო ანჩელოტი სამეფო კლუბს დატოვებს და ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდება.
"შეიძლება რეალში დავრჩე და შეიძლება წავიდე, ვნახავთ. ეს თემა მომდევნო კვირებისთვისაა და არა დღეისთვის." - განაცხადა იტალიელმა ფინალის შემდეგ.
VIDEO: უხვგოლიანი კლასიკო თასის ფინალში - ბარსელონამ კოპა დელ რეი მოიგო