მადრიდის რეალის მცველმა ანტონიო რუდიგერმა სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა.
"გასულ ღამეს ჩემს საქციელს არანაირი გამართლება არ აქვს. ძალიან ვწუხვარ ამის გამო.
ჩვენ ძალიან კარგად ვითამაშეთ მეორე ტაიმიდიან - 111-ე წუთის შემდეგ ჩემს გუნდს ვეღარ ვეხმარებოდი და საფინალო სასტვენის წინ შეცდომა დავუშვი.
ბოდიში კიდევ ერთხელ მსაჯს და ყველას, ვისაც გასულ ღამეს იმედი გავუცრუე." - წერს გერმანელი.
კოპა დელ რეის ფინალის ბოლო წუთებში მოედანზე სიტუაცია დაიძაბა. რეალის მოთამაშეები მსაჯის გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ, მათ შორის გამორჩეული კი სწორედ რუდიგერი იყო, რომელმაც მოედანზე ბოთლიც კი ისროლა.
ამის გამო მან წითელი ბარათიც დაიმსახურა და დიდი ალბათობით, დისკვალიფიკაციასაც მიიღებს.
ბარსელონასთან წითელი ბარათი რეალის სამმა მოთამაშემ მიიღო