მადრიდის რეალს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე დროებითი მწვრთნელი ეყოლება.
როგორც Relevo წერს, 14 ივნისიდან 13 ივლისის ჩათვლით გასამართ ტურნირზე რეალს სანტიაგო სოლარი გაუძღვება, მისი დასრულების შემდეგ კი სადავეებს ხელში ლევერკუზენის ამჟამინდელი თავკაცი, ჩაბი ალონსო აიღებს.
კარლო ანჩელოტის წასვლა გადაწყვეტილი ამბავია - იტალიელი გუნდს ლა ლიგის ბოლო ხუთ მატჩში გაუძღვება, რის შემდეგაც თანამდებობას დატოვებს და სავარაუდოდ, ბრაზილიის ნაკრებს ჩაიბარებს.
სანტიაგო სოლარის რეალში მწვრთნელად 2018/19 წლების სეზონში რამდენიმე თვე აქვს ნამუშევარი, ბოლო ერთი წელია კი კლუბის ხელმძღვანელობაში იკავებს ერთ-ერთ თანამდებობას.