კოპა დელ რეის ფინალში მატჩის მიწურულს არაადეკვატური ქცევის და არბიტრზე თავდასხმის მცდელობის გამო, ანტონიო რუდიგერს 4-12 მატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება.
ამაზე გერმანიის ნაკრების ლეგენდამ, ლოტარ მათეუსმა ისაუბრა:
„რუდიგერი ჭკუიდან შეიშალა, საკუთარ თავზე კონტროლი სრულად დაკარგა. ის გერმანიის ნაკრების ფეხბურთელია და სხვებისთვის მაგალითის მიმცემი უნდა იყოს, რაც თამაშის მსვლელობისას საერთოდ დაავიწყდა.
მას ძალიან გაუმართლებს, თუ 4-მატჩიანი დისკვალიფიკაციით გამოძვრება. მე უფრო დიდ სასჯელს ველოდები, XXL სანქციებს. თანაც, მას ისედაც გამოსაცდელი პერიოდი ჰქონდა." - აღნიშნა მათეუსმა.