პსჟ-მ ლუის ენრიკესთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებები დაიწყო, იტყობინება L’Équipe.
პარიზელთა მთავარი მწვრთნელის მოქმედი ხელშეკრულება 2027 წლამდეა გათვლილი. წყაროს ცნობით, კლუბის ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ ესპანელ სპეციალისტთან ახალ კონტრაქტს 2030 წლამდე გააფორმებს.
აღინიშნება, რომ პირველი შეხვედრები მშვიდ და პოზიტიურ ატმოსფეროში მიმდინარეობს. ამასთან, პსჟ-ს ბოსებს სურთ, ახალი შეთანხმება სეზონის დასრულებამდე გააფორმონ, რადგან მწვრთნელის მიმართ სხვა კლუბების მხრიდან ინტერესი საგრძნობლად გაიზარდა.
ლუის ენრიკემ პსჟ 2023 წლის ზაფხულში ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით ფრანგულმა კლუბმა ისტორიაში პირველად მოიგო ჩემპიონთა ლიგა და კიდევ 9 ტიტული მოიპოვა.