უეფას ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შედეგად პლეი-ინის წყვილები გაირკვა, რომლებიც 1/8 ფინალის საგზურისთვის იბრძოლებენ.
შარშანდელის მსგავსად, პარი სენ-ჟერმენი და ხვიჩა კვარაცხელია პირველ ეტაპზე კვლავ ლიგა 1-ის გუნდს დაუპირისპირდებიან.
თუ გასულ სეზონში მეტოქე ბრესტი იყო, რომლის ბარიერიც ლუის ენრიკეს გუნდმა მარტივად გაიარა, წელს პსჟ მონაკოს დამარცხებას შეეცდება. პირველი მატჩს პსჟ სტუმრად გამართავს, საპასუხო შეხვედრა კი პარიზში გაიმართება.
მონაკოსა და პსჟ-ს შორის გამარჯვებული მომდევნო ეტაპზე ან ბარსელონას ან ჩელსის შეხვდება. ეს პლეი-ინის დასრულების შემდეგ, წილისყრის შედეგად გაირკვევა.
პლეი-ინის მატჩები 17-18 და 23-24 თებერვალს გაიმართება.
ისევ ჟოზე რეალის წინააღმდეგ - ჩემპიონთა ლიგის პლეი-ინის წყვილები გაირკვა