რეალი იმედოვნებს, რომ ვინისიუს ჯუნიორთან ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებებს იანვარშივე განაახლებს.
Cadena SER-ის ინფორმაციით, კლუბში ოპტიმისტურად არიან განწყობილი და მიაჩნიათ, რომ ბრაზილიელი ხელშეკრულების გახანგრძლივებას დათანხმდება. წყაროს ცნობით, ჩაბი ალონსოს მთავარი მწვრთნელის პოსტიდან წასვლის შემდეგ შეთანხმების მიღწევა უფრო მარტივი იქნება.
ითვლება, რომ ამ პროცესს ხელს შეუწყობს ვინისიუსის ახალი როლიც. ალვარო არბელოას ხელმძღვანელობით ის გუნდის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იქნება კილიან მბაპესთან ერთად.
ამასთან, რეალში აცნობიერებენ, რომ სეზონის დასრულებამდე ახალი კონტრაქტი არ გაფორმდება, თუმცა იმედოვნებენ, რომ შეთანხმებას სეზონის შემდეგ მიაღწევენ.
ვინისიუს ჯუნიორის მოქმედი კონტრაქტი კლუბთან 2027 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.