სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
3 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
რომან დოლიძემ კევინ ჰოლანდთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ UFC News-თან კომენტარი გააკეთა.
ჰოლანდის ტრავმაზე
"გავიგონე, რომ მან ყვირილი დაიწყო, მაგრამ ზუსტად რა მოხდა, არ ვიცოდი. ეს ჩხუბია და ყოველთვის რაღაც ხდება. იმედია, ის მალე გამოჯანმრთელდება. გრეპლინგის დროს ასეთი რაღაცები ხდება, თანაც ის მაღალია და რაღაც უცნაური მოხდა."
ჩხუბის დროს ჰოლანდის ლაპარაკზე
"ყურადღება არ მიმიქცევია. ვიცი, რომ ის ყოველთვის ლაპარაკობს და ასეთ რამეს აკეთებს. მე მხოლოდ ჩემს საქმეს ვაკეთებდი."
მოკლე დროში ბრძოლაზე
"ერთადერთი რამ, რატომაც დავთანხმდი კევინ ჰოლანდთან ბრძოლას, მისი სახელია და სულ ესაა. მე ადამიანი ვარ, რომელიც ბევრს არ ლაპარაკობს. მე ასეთი სახელები მჭირდება, ახლა კი მეტი ადამიანი დამიმახსოვრებს. ისინი ყურადღებით უნდა დამაკვირდნენ, მე-3 ქართველი ჩემპიონი მოდის."
ქართველ ჩემპიონებზე
"5 წლის წინ ამაზე ვერავინ იფიქრებდა, რადგან MMA საქართველოში არც თუ ისე დიდი იყო. მებრძოლების ამ თაობის შემდეგ ახალი თაობა მოდის და ვფიქრობ, ეს მხოლოდ დასაწყისია."
ჩემპიონობის შანსებზე
"ეს საკმაოდ ხილვადია და ახლოსაა, ხელშესახებიც კი არის."
გზა საჩემპიონო ბრძოლისკენ
"რამდენიმე სახელია, ვისთან ბრძოლაც შეიძლება. მეტს არაფერს ვიტყვი. ხალილ რაუნთრიმ სატიტულო ბრძოლა ენტონი სმიტის დამარცხების შემდეგ მიიღო, მე უკვე დავამარცხე სმიტი. შეგვიძლია დავფიქრდეთ..."
მომავალი ბრძოლის თარიღზე
"მე დეკემბერში მსურს დაბრუნება. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ამ ბრძოლამდე ჩემთვის ვფიქრობდი და დეკემბერში ბრძოლა მინდა.
ვის დავუპირისპირდები? ჩემს დივიზიონში ორი ძალიან საინტერესო სახელია - უიტეკერი და ხამზატი (ჩიმაევი). ორივე მაღალი დონის მებრძოლია. ჩემი თავის გამოცდა კარგი მებრძოლების წინააღმდეგ მსურს. მათი ბრძოლის მოგებული ან წაგებული საინტერესო იქნება ჩემთვის."
UFC 307-ზე რომან დოლიძემ ტექნიკური ნოკაუტით კევინ ჰოლანდი დაამარცხა და UFC-ში ზედიზედ მე-2 გამარჯვება მოიპოვა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები