გრაცის შტურმისა და ავსტრიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა დენი ალარმა ოთარ კიტეიშვილის შესაძლებლობებზე ისაუბრა.
ალარმა აღნიშნა, რომ ქართველ ნახევარმცველს ავსტრიის ბუნდესლიგაში 100-გოლიან ნიშნულამდე მიღწევა შეუძლია, თუკი კლუბში დარჩება.
ალარი აღნიშნავს:
კიტეიშვილი ავსტრიის საუკეთესო ფეხბურთელია და ბუნებრივია, გუნდი ასეთ მოთამაშეზე დამოკიდებულია. რაც შეეხება კიტეიშვილის 60 გოლს, დღეს ფეხბურთელები საზღვარგარეთ გაცილებით სწრაფად მიდიან, მაგრამ თუკი ის დარჩება, 100-იან ნიშნულსაც მიაღწევს.
შეგახსენებთ, რომ 30 წლის ქართველი ნახევარმცველი შტურმში მეცხრე სეზონს ატარებს, ბოლო სამი სეზონია ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ სახელდება, 2018 წლიდან დღემდე კი ავსტრიის ბუნდესლიგაში 207 მატჩი ჩაატარა და 60 გოლი გაიტანა.