ფაბრიციო რომანოს ცნობით, იუვენტუსს ამ ზაფხულს ტოპ კლასის მეკარის დამატება სურს და ალისონი მათთვის მთავარი სამიზნეა.
ლივერპულმა მას კონტრაქტი 2027 წლამდე გაუხანგრძლივა, თუმცა უახლოეს კვირებში მოლაპარაკებები გაიმართება როგორც ალისონთან, ასევე გიორგი მამარდაშვილის ბანაკთან.
ალისონს მოსწონს იტალიაში დაბრუნების იდეა, თუმცა პატივს სცემს ლივერპულს და სურს, კლუბთან ერთად შეაფასოს თავისი მომავალი.
ჟურნალისტ მატეო მორეტოს ინფორმაციით, იუვენტუსსა და ალისონს შორის ვერბალური შეთანხმება მიღწეულია. მომდევნო კვირებში კი გაირკვევა, რა პოზიცია ექნება ლივერპულს ბრაზილიელი მეკარის შესაძლო ტრანსფერზე.
ალისონისთვის იტალიაში თამაში უცხო არ არის. ის რომას ღირსებას 2016-2018 წლებში იცავდა, შემდეგ კი კარიერა მერსისაიდში გააგრძელა.