მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა ჩაბი ალონსომ, კილიან მბაპეზე დამოკიდებულებაზე ისაუბრა.
ამ სეზონში გატანილი 40 გოლიდან 22 სწორედ ფრანგმა ფორვარდმა შეაგდო.
- იქნება თუ არა გადაჭარბებული თუ ვიტყვით, რომ მბაპე - რეალის ნახევარია?
„კილიანი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გოლები რა თქმა უნდა პირველ ადგილზეა მნიშვნელობით, თუმცა მისი ლიდერული თვისებები და ყოველდღიური გავლენა გუნდზე - შეუდარებელია.
ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს გუნდის შენების და გაერთიანების ფონზე.
გოლების გატანა კი მისი ბუნებრივი ნიჭია." - აღნიშნა ალონსომ.