5 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
adjarabetarena და aPeople კანის ახალგაზრდული შემოქმედებითი კონკურსის, FILM და PR კატეგორიის მხარდამჭერები არიან.
"კანის ლომები ყველაზე პრესტიჟული კონკურსია ინდუსტრიაში. ბევრი ადამიანისთვის ახალ კარს აღებს, თავს აპოვნინებს, მომავალს უქმნის და ბედნიერებისკენ სწრაფვაში ეხმარება. ფესტივალის წარმომადგენლობის საქართველოში არსებობა კი ამ ყველაფერზე წვდომას აძლევს ქართველ კრეატიულ ახალგაზრდობას.
10 წელია ჩართული ვარ ლომების ცხოვრებაში საქართველოშიც და საფრანგეთშიც და ზუსტად ვიცი, რა შრომასა და რესურსზეა საუბარი, ამიტომ განსაკუთრებული მადლობა ორგანიზატორებს, კანის ლომების არსებობისთვის საქართველოში. ბევრის ცხოვრება შეცვალა და მიმართულება მისცა ამ ფესტივალმა, ჩემი ჩათვლით.
ბედნიერი ვარ, რომ კომპანიაში, რომელსაც წარმოვადგენ, გვჯერა კრეატიული ადამიანების, კრეატიული მიდგომების, ნამუშევრების, რომ ეს სამყაროს უკეთესად აქცევს. aPeople და adjarabetarena წლებია მხარში ვუდგავართ კანის ლომებს, როგორც მხარდამჭერები, ასევე როგორც მონაწილეები.
გასულ წელს, სწორედ ჩვენს კატეგორიებში გავედით კანის საერთაშორისო ახალგაზრდული კონკურსის შორთლისტებში - ფილმში და პიარში. წელსაც ამ ორ კატეგორიას ვუჭერთ მხარს ჩვენი ორი ბრენდით: aPeople და adjarabetarena.
ყოველ წელს, ფესტივალის დასრულებისთანავე უკვე შემდეგი ფესტივალისთვის ვემზადებით, განვიხილავთ - რა მოგვეწონა, რა შეგვეძლო უკეთ, რა არ გავაკეთეთ სათანადოდ და როგორ იყოს შემდეგი წელი უკეთესი. ყოველ წელს, ფესტივალზე ახალ სახეებს ვხედავთ, უკვე გამოცდილ ლომებთან ერთად, რაც ძალიან სასიხარულო და საინტერესოა.
ნამუშევრებიც სულ უფრო დახვეწილია, წლიდან წლამდე. წარმატებებს ვუსურვებთ ყველა მონაწილეს, რომელიც მიიღებს ჩვენს და ყველა დანარჩენ კატეგორიაში მონაწილეობას. ვურჩევ, ისიამოვნონ პროცესით, როგორი შედეგითაც არ უნდა დასრულდეს ის." - ამბობს ქეთო ბარაბაძე, ბრენდის დირექტორი.
adjarabetarena და aPeople - კანის ლომების ფესტივალის მხარდამჭერები
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები