მადრიდის რეალის ლეგენდარულმა ფორვარდმა, კარიმ ბენზემამ, პსჟ-სა და მადრიდული გრანდის სათამაშო ფილოსოფიებს შორის არსებულ განსხვავებებზე ისაუბრა.
ფრანგი მიიჩნევს, რომ პარიზულ კლუბში კოლექტიური მუშაობა და სათადარიგო მოთამაშეების ჩართულობა სამაგალითოა და ხაზი გაუსვა ლუის ენრიკეს გუნდის დისციპლინასაც:
„პსჟ-ში კარგი ის არის, რომ ძირითადი შემადგენლობა გამოდის, თამაშობს... შემდეგ მწვრთნელს 60-ე ან 70-ე წუთზე ცვლილებები შეაქვს და მათ, ვინც მოედანზე შემოდის, კიდევ უფრო დიდი წვლილი შეაქვთ თამაშში.
ყველამ იცის თავისი საქმე. ვინც ძირითადშია, მანაც იცის რა გააკეთოს და ვინც ცვლილებაზე შედის, მანაც - იქ სათადარიგო მოთამაშეები არ ნაწყენდებიან.
მადრიდში კი რთულია, რადგან ისინი გუნდურად არ თამაშობენ. პსჟ არ არის ვარსკვლავების გუნდი, თუ არ ჩავთვლით დემბელეს.
მაგრამ შეხედეთ ამ გუნდს - ისინი პრესინგს მიმართავენ, უტევენ, თავსაც კარგად იცავენ. პსჟ-ში ყველაზე ცნობილი ფიგურა ლუის ენრიკეა, მაგრამ ეს ნამდვილი გუნდია. შეტევაში ვინც არ უნდა დააყენო, ყველა ერთად მუშაობს. სწორედ ამიტომ არიან ისინი ძლიერები.“ - აღნიშნა საუდის არაბეთის ალ ჰილალის ფორვარდმა.