ESPN-ის ინფორმაციით, მანჩესტერ იუნაიტედის მთავარმა მწვრთნელმა რუბენ ამორიმმა კლუბის სტაფში მომუშავე 30 ადამიანი და მათი ოჯახის წევრები ევროპა ლიგის ფინალზე დაპატიჟა.
ეს მას შემდეგ, რაც მანჩესტერის ხელმძღვანელობამ თანამშრომლებს უთხრა, რომ ფინალზე დასასწრები ხარჯები თავად უნდა დაეფინანსებინათ.
ევროპა ლიგის ფინალი ესპანეთის ქალაქ ბილბაოში გაიმართება, სადაც ინგლისური დაპირისპირება იუნაიტედსა და ტოტენჰემს შორის შედგება.
მატჩი სან მამესზე 21 მაისს, 23:00 საათზე გაიმართება.