უეფა ევროპა ლიგის ფორმატში ცვლილებების შეტანას არ გეგმავს.
რამდენიმე დღის წინ, არსენალის ექს-მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა აღნიშნა, რომ მისი აზრით, ევროპა ლიგის მოგებისთვის გუნდები არა ჩემპიონთა ლიგის, არამედ ისევ ევროპა ლიგის საგზურს უნდა იღებდნენ.
მიუხედავად ამისა, The Times-ის ინფორმაციით, უეფა ამჟამინდელი წესებით კმაყოფილია და ცვლილების შეტანას არ აპირებს. მეტიც, ვენგერის სიტყვებმა ორგანიზაციის ხელმძღვანელების უკმაყოფილება გამოიწვია.
უეფაში ამტკიცებენ, რომ ევროპა ლიგის მოგებით ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა - ამ ტურნირის მოგების ერთ-ერთი მთავარი ჯილდოა. თანაც, საკმარისი ცვლილებები უკვე მაშინ მოხდა, როცა ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნილ გუნდებს ევროპა ლიგაზე დაქვეითების შესაძლებლობა შეეზღუდათ.
შესაბამისად, მანჩესტერ იუნაიტედი ან ტოტენჰემი გარანტირებულად მიიღებენ მომდევნო სეზონის ჩემპიონთა ლიგის საგზურს ევროპა ლიგის მოგებით, მიუხედავად იმისა, რომ პრემიერ ლიგაში მე-15 და მე16 პოზიციას იკავებენ.